ეროვნული ლიგის გამორჩეულმა მოთამაშემ საბურთალო დატოვა
“საბურთალოს” უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლაშა შინდაგორიძე, რომელიც წლეულს “კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” ერთ-ერთი ბომბარდირი იყო, ამიერიდან ბელარუსიის ჩემპიონატში, სოლიგარსკის “შახტიორის” შემადგენლობაში ითამაშებს. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
შეგახსენებთ, რომ შინდაგორიძე “საბურთალოს” შარშან აგვისტოში, უნგრული “ბალმაზუივაროშიდან” დაბრუნდა. უნგრული კლუბი უმაღლესი ლიგიდან გავარდა და ქართველი ლეგიონერი ისევ “საბურთალოში” ჩაირიცხა. 2018 წლის აპრილში შინდაგორიძეს ჯვარედინი იოგები გაუწყდა და სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა, ფორმაც აღიდგინა და კვლავ “საბურთალოს” ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” წარმატებებს უსურვებს ლაშა შინდაგორიძეს ახალ კლუბში!
fcsaburtalo.ge