ნიკოლოზ ბასილაშვილი ტაიბრეიკზე დამარცხდა
მონრეალში მიმდინარეობს ATP-ის 1000-იანი ტურნირი. თავისი მორიგი შეხვედრა ჩაატარა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველი ჩოგბურთელი, გერმანელ, ალექსანდერ ზვერევს დაუპირისპირდა და 3 სეტში, 5-7; 7-5; 6⁵-7⁷ დამარცხდა.
აღნიშნული დაპირისპირება თითქმის 3 საათი გაგრძელდა. მე-3 სეტში ნიკა ტაიბრეიკზე 5-4-ს იგებდა თუმცა, გერმანელმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 3 ბურთი ჩააგდო და შეხვედრის მოგებაც მოახერხა.
ბასილაშვილმა მხოლოდ 3 ეისის მოწოდება მოახერხა, მისმა მეტოქემ კი 15 ეისი მოაგროვა. სამაგიეროდ ნიკამ მხოლოდ 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, როცა მის ოპონენტს 14 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.