ქუთაისის “ტორპედო” სამტრედიას ამხანაგურად გაეჯიბრება
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სანაკრებო შესვენებაა. გუნდები კი სანაკრებო პაუზას აქტიურად იყენებენ. ქუთაისის “ტორპედომ” ტრადიციად ქცეული ამხანაგური შეხვედრა სამტრედიის “სამტრედიას” წინააღმდეგ დაგეგმა. მატჩი 7 სექტემბერს “ტორპედოს” საწვრთვნელ ბაზაზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.
ამ ამხანაგურ შეხვედრას შესანიშნავ ფორმაში ხვდება სამტრედიელები, რომლებმაც ეროვნულ ლიგა ორში ზედიზედ 8 მატჩიან წაუგებელ სერიას მოუყარეს თავი, შედეგად კი 50 ქულა აქვთ დ კაჭარავას შეგირდები აქტიურად ცდილობენ უმაღლეს ლიგაში ადგილის დაბრუნებას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტორპედო ქუთაისის შემადგენლობა რადიკალურად არის შეცვლილი უკანასკნელ პერიოდში, ამიტომ ეს ამხანაგური კიდევ დამატებითი შანსი იქნება ჩხეტიანის გუნდისთვის, რათა უკეთ შეთამაშდნენ სამომავლო მატჩებისათვის.