საკალათბურთო კლუბმა ტიტებმა სპარტა ფიტნესთან მემორანდუმი გააფორმა
საკალათბურთო კლუბ ტიტებსა და სპარტა ფიტნეს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც მთელი სეზონის განმავლობაში „ტიტები“ ივარჯიშებენ სპარტა ფიტნესის განახლებულ დარბაზში.
სპარტა ფიტნესის დარბაზი აღჭურვილია სხვადასხვა წამყვანი ბრენდის თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის ინვენტარით.
სპარტა ფიტნესი, რომელიც ახალ სეზონში გიბრუნდებათ განახლებული ინტერიერით, არის ადგილი სადაც შეგიძლია იყო ძლიერი, ლამაზი და თავდაჯერებული.
გიორგი ჯაფარიძე ტიტების გენერალური მენეჯერი.
სპარტა ფიტნესი საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ გუნდი სეზონის წინ, კარგად მოემზადოს. საკმაოდ კარგი ტრენაჟორებია და მრავალფეროვანი არჩევანია სხვდასხვა სავარჯიშო ინვენტარის.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სპარტა ფიტნეში გვევარჯიშა და ვფიქრობ გუნდის გამოსვლაზე სუპერლიგაში კარგად აისახება.