ლუკ მეიერი საკალათბურთო კლუბ ტიტებში დაბრუნდა
25 წლის უკანახაზელი ლუკ მეიერი კვლავ საკალათბურთო კლუბ “ტიტების” ღირსებას დაიცავს.
ლუკი ტიტებს გასული სეზონის მეორე ნახევარში შეურთდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
მეიერმა შარშან სუპერლიგაში 12 შეხვედრა ჩაატარა, საშუალოდ 14 ქულა და 4 მოხსნა ჰქონდა.
საქართველოს თასზე 8 შეხვედრაში მისი საშუალო მაჩვენებლი 13 ქულას, 3 მოხსნა და 3 პასს შეადგენდა.
მეიერმა ტიტების შემდეგ კარიერა პორტუგალიის ჩემპიონატში განაგრძო, სხვადასხვა დროს კი მექსიკის და კანადის ჩემპიონატში აქვს ნათამაშები.
ლუკ მეიერი
“მოხარული ვარ კვლავ ტიტებში დაბრუნებით. გასულ სეზონში გუნდთან ერთად ძალიან ნაყოფიერი პერიოდი გავატარე, მოვიგეთ საქართველოს თასი. წელსაც ვიბრძლოებთ მაღლი მიზნებისთვის.
გუნდის ხემძღვანელობა და მოთამაშეები ძალიან თბილად დამხვდნენ, სასიამოვნოა ყოველთვის ესეთ გარემოში თამაში. ტიტებში ყველაფერი მომწონს.”