შევარდენი ამხანაგურ შეხვედრას სევანის წინააღმდეგ გამართავს

ეროვნულ ლიგაში თითქმის 2 კვირიანი სანაკრებო პაუზაა. თუმცა, გუნდები მზადებას აქტიურად განაგრძობენ. საქართველოში საწვრთნელ შეკრებას სომხეთის პირველი ლიგის გუნდი “ფკ სევანი” გადის. სომხური გუნდი 9-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით დარჩება.

11 ოქტომბერს “სევანი” ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ “შევარდენს” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და მუხიანს სპორტული კომპლექსის სტადიონი უმასპინძლებს.