საჩხერის “ჩიხურა” სამტრედიას ამხანაგურად გაეჯიბრება
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სანაკრებო შესვენებაა. გუნდები კი სანაკრებო პაუზას აქტიურად იყენებენ. საჩხერის “ჩიხურამ” ამხანაგური შეხვედრა სამტრედიის “სამტრედიას” წინააღმდეგ დაგეგმა. მატჩი 13 ოქტომბერს სამტრედიაში გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.
ამ ამხანაგურ შეხვედრას შესანიშნავ ფორმაში ხვდებიან სამტრედიელები, ბოლო 12 შეხვედრაში კახა კაჭარავს ბიჭებმა 10 თამაში მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ 1 შეხვედრაში დამარცხდნენ. სამტრედიელებს 60 ქულა აქვთ მოგროვებული და ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ადგილს იკავებენ. საჩხერის “ჩიხურას” კი არც თუ ისე კარგი ვითარება აქვს. ზემო იმერლებს 35 ქულა აქვთ და ეროვნულ ლიგაში მე-7 საფეხურზე არიან გამაგრებულები.