ეროვნული ნაკრები გიბრალტარში დანაკლისით გაემგზავრა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩის ჩასატარებლად 13 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩარტერული რეისით გაემგზავრა. შემდეგ კი გუნდმა გიბრალტარში გადაინაცვლა. გიბრალტარში ჩვენი გუნდი 19 ფეხბურთელით იმყოფება.
ირლანდიასთან მიღებული ტრავმის გამო გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა, დღეს დილით თბილისში გამართულ ბოლო ვარჯიშზე კი, საბა ლობჟანიძე დაშავდა. გურამ კაშიამ გიბრალტარში გამგზავრება ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა. ასევე ტრავმის გამო მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვაკო გვილია.
გიბრალტარისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა, 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების 19 კაციანი შემადგენლობა გიბრალტარის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)
საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩისწინა ბოლო ვარჯიში 14 ოქტომბერს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე შედგება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს.
GFF.GE