“ტიტები” სუპერლიგის გადადებულ შეხვედრაში უხერხული მეტოქის დამარცხებას შეეცდება
30 ოქტომბერს საკალათბურთო სუპერლიგის პირველი ტურის გამოტოვებულ შეხვედრში „ტიტები“ „ცხუმს“ დაუპირისპირდება.
ლაშა გამყრელიძის გუნდი ცხუმთან დაპირისპირებას კარგ ხასიათზე ხვდება, “ტიტებმა” შაბათს სუპერლიგაში მანამდე წაუგებელი “ვერა” დაამარცხა და ხვალ კარგად დაწყებული საქმის გაგრძელებას ეცდება.
ხვალინდელ თამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ტრავმირებული ალექსანდრე კაკუბერი.
რაც შეეხება მეტოქის ბანაკს, “ცხუმმა” ჯერ საქართველოს სუპერთასზე გაიმარჯვა. მეორე ტურში “კაკტუს” სძლია, გასულ ტურში კი “ოლიმპთან” პრაქტიკულად მოგებული თამაში უკანასკნელ მეოთხედში დათმო.
ურთიერთშეხვედრები:
“ტიტებისთვის” თუ რომელიმე გუნდზე ითქმის უხერხული მეტოქე ერთ-ერთი ცხუმია(დელტა), თავად განსაჯეთ “ტიტები” ზედიზედ ექვსი თამაშია მარცხდება მეტოქესთან. აქამდე გამართულ 9 შეხვადრაში კი მხოლოდ 2-ჯერ დაამარაცხეს “ცხუმი”. გასულ წელს ეს გუნდები სუპერლიგაშიც დაუპირისპირდნენ ერთამნეთს და ორივე შეხვდრა შავი ზღვის პირელების გამარჯვებით დასრულდა.
მატჩი ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.