შერმადინის 15 ქულა და ტენერიფეს ზედიზედ 15 გასვლითი მოგება ჩემპიონთა ლიგაში

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. დაუმარცხებელ ლიდერთა დაპირისპირებაში გიორგი შერმადინის ტენერიფემ სტუმრად ნიმბურკს 78:68 მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 22 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გიომ 12-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო სტუმრად! ნიმბურკს კი 37-მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყდა – თებერვლის მერე ეს გუნდი მხოლოდ იგებდა.

 

 

Gbf.ge