ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მერვე შეხვედრას შვეიცარიაში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 15 ნოემბერს ქალაქ სენტ გალენში შვეიცარიას შეხვდება. 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. მსოფლიოს ვიცე ჩემპიონთან ამხანაგურ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები ქალაქ პულაში გამართავენ.
წლის ბოლო სანაკრებო მატჩებისთვის მზადებას, ეროვნული გუნდი 11 ნოემბერს დაიწყებს. 13 ნოემბრის ჩათვლით, საწვრთნელი პროცესი შვეიცარია-საქართველოს მატჩის მასპინძელი ქალაქის, სენტ გალენის სიახლოვეს, გერმანიის ქალაქ ბად ვურისოფენში შედგება.
უახლოესი ორი მატჩისთვის ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)
უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია კიდევ ექვსი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.
სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ლუკა ზარანდია (ზულტე-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ლევან კუტალია ( დინამო თბილისი).
წინა სანაკრებო მატჩებისგან განსხვავებით, ტრავმების გამო ეროვნულ ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი, საბა ლობჟანიძე და ლაშა დვალი ვერ დაეხმარება.
მატჩების განრიგი
15 ნოემბერი
შვეიცარია – საქართველო 23:45 (თბილისის დროით)
19 ნოემბერი
ხორვატია – საქართველო 21:00 (თბილისის დროით)
gff.ge