ქართველი ჰოკეისტის წარმატება კანადაში

საქართველოს ყინულის ჰოკეის ისტორიაში ადგილი გვაქვს უპრეცედენტო მოვლენასთან.

პირველად, საქართველოს ყინულის ჰოკეის არსებობის ისტორიაში საქართველოში დაბადებული და გაზრდილი მოთამაშე, თემურ ვედიაპინი(დაბადებული 2000 წელს ქალაქ თბილისში), რომელიც გახლავთ თბილისის რუხი მგლებისა და საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების მოთამაშე, კარიერას აგრძელებს კანადაში , კერძოდ “Canadian Premier Junior Hockey League-ში” მოასპარეზე გუნდ “MANIWAKI MUSTANGS-ში”.

კიდევ უფრო სასიხარული ინფორმაცია გახლავთ ის, რომ თემურმა სადებიუტო მატჩშივე გაიტანა გოლი.

FB/GIHNF/