ბათუმის დინამო ამხანაგურ შეხვედრას სამტრედიას წინააღმდეგ გამართავს

სანაკრებო პაუზას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდები აქტიურად იყენებენ. კერძოდ, ბათუმის “დინამომ” მორიგი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა. შავი ზღვის პირელები 15 ნოემბერს სამტრედიას “სამტრედიას” დაუპირისპირდებიან. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და ანგისას ბაზაზე გაიმართება.

ბათუმელებს ეროვნულ ლიგაში 62 ქულა აქვთ მოგროვებული და მეორე ადგილზე იმყოფებიან. ხოლო სამტრედიელები კი  71 ქულით ეროვნულ ლიგა 2-ში მე-2 ადგილზეა “გამაგრებული”.