ზუგდიდი ამხანაგურ შეხვადრას ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს
სანაკრებო პაუზას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდები აქტიურად იყენებენ. კერძოდ, ფოთის “კოლხეთმა” მორიგი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა. შავი ზღვის პირელები 18 ნოემბერს ზუგდიდის “ზუგდიდს” დაუპირისპირდებიან. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და ფოთის ახალ გახსნილ, ფაზისის სტადიონზე გაიმართება.
ზუგდიდელებს ეროვნულ ლიგაში 40 ქულა აქვთ მოგროვებული და მე-7 ადგილზე იმყოფებიან. ხოლო ფოთელები კი 25 ქულით ეროვნულ ლიგა 2-ში მე-9 ადგილზე არიან “გამაგრებული”.