საბურთალო ამხანაგურ მატჩს თელავთან გამართავს

დედაქალაქური “საბურთალო” 18 ნოემბერს ამხანაგურ მატჩს ლიგა-2-ის ბინადარ “თელავთან” გამართავს. საკონტროლო შეხვედრა თბილისის ზღვაზე არსებულ “ზესტაფონის” ბაზაზე 15:00 საათზე დაიწყება.

თბილისელებს ეროვნულ ლიგაში 64 ქულა აქვთ მოგროვებული და  მე-3 ადგილზე იმყოფებიან. ხოლო თელაველები  კი  57 ქულით ეროვნულ ლიგა 2-ში მე-3 ადგილს იკავებენ.

თელავმა თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ უკვე გამართა ერთი ამხანაგური შეხვედრა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.