შენგელიას ლიდერობით ბასკონიამ ევროლიგაში ზენიტიც დაამარცხა

თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით ესპანურმა ბასკონიამ 3 დღის ინტერვალში ევროლიგაში 2 გამარჯვება მოიპოვა და ორჯერვე რუსული კლუბი დაამარცხა. ოთხშაბათს ძლეულ რუსეთის სიამაყე ცსკა-ს, რომელსაც შემგელიამ 22 ქულა ჩაუგდო, ბასკონიელებმა “ზენიტიც” მიაყოლეს. ბასკონიელებმა სანკტ-პეტერბურგის გუნდს ვიტორიაში უმასპინძლეს და მრგვალი ანგარიშით 70:60 დაამარცხეს.

შენგელია ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა 29:23 წუთში 20 ქულა ჩააგდო (29%, თითქმის მესამედი ბასკონიას ქულების). მან 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც მიითვალა. თოკო 4-ჯერ დაჯარიმდა და მან ბურთი 2-ჯერ დაკარგა. მარგი ქმედების კოეფიციენტი შენგელიას 24 ჰქონდა და ის დამსახურებულად გახდა მატჩის MVP.

ერთი საინტერესო დეტალიც. ამ მატჩში შენგელიამ ევროლიგაშ 1500-ქულიან ნიშნულს უწია.

5 მოგებითა და 5 მარცხით ბასკონია ევროლიგის ცხრილის ზუსტად შუაში – მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 28 ნოემბერს, ათენში, პანათინაიკოსთან გამართავს.

 

gbf.ge