საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები მიუნხენში გამართულმა კენჭისყრამ გამოავლინა

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების კენჭისყრა გაიმართა. მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქი 2020 წლის 10-19 ივლისს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს და ჩვენი ინტერესიც, ცხადია, უმეტესწილად ამ ასაკზეა მიპყრობილი.

კენჭისყრას ესწრებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა და 20-წლამდელთა ნაკრების მენეჯერი შალვა ონიანი. ბოისა კენჭისყრაში უშუალოდ მონაწილეობდა და ჯგუფებში რამდენიმე ნაკრებს ადგილც მიუჩინა. მას ასე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები C ჯგუფში მოხვდა რუსეთთან, ნორვეგიასთან, ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად.

20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

მთლიანობაში, თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მონაწილეობას 22 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. შეიქმნა 4 ჯგუფი, რომელთაგანაც ორი 6-გუნდიანი და ორიც- 5-გუნდიანი. თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა, რომლებიც საუკეთესო სამეულში მოსახვედრად ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. სწორედ 3 საუკეთესო ნაკრებს ერგება ევროპის ჩემპიონატის ელტარული, A დივიზიონის საგზური.

თბილისში 10-19 ივლისს გასამართ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება და საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ სერბეთის, ლატვიისა და რუსეთის ნაკრებები. ეს იმ თაობის გუნდები არიან, რომლებმაც 2 წლის წინ, ევროპის 18-წლამდელთა A დივიზიონში ნახევარფინალში ითამაშეს. სერბეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, რომელმაც ფინალში ლატვიას მოუგო, ხოლო რუსეთი მე-3 ადგილისთვის მატჩში საფრანგეთთან დამარცხდა. ისე მოხდა, რომ ეს ნაკრებები წლეულს 20-წლამდელთა A დივიზიონიდან გამოვარდნენ და მომავალი წლის ზაფხულში თბილისში ჩამოვლენ B დივიზიონში საასპარეზოდ.

gbf.ge