შენგელიას 19 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება ბელგრადში

ევროლიგაში 2 წაგების შემდეგ ბასკონიელებმა გასვლითი გამარჯვება იზეიმეს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ესპანური გუნდის ქართველ კაპიტან თორნიკე შენგელიას, რომელმაც ნიკ სტაუსკასთან ერთად “ბასკონიას” ბელგრადში ულიდერა. ვიტორიელებმა ზუსტად მათივე შედეგის (5 მოგება, 7 წაგება) მქონე “ცრვენა ზვეზდა” 72:64 დაამარცხეს.

შენგელიამ სასტარტო ხუთეულში, ფაქტობრივად შეუცვლელად ითამაშა. 37:34 წუთში თორნიკემ 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 სამქულიანი და 11-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, რაშიც ბასკონიელთაგან საუკეთესო კანადელი ლეგიონერი ნიკ სტაუსკასი გახლდათ. ჩრდილოამერიკელმა 30 წუთში 22 ქულა მიითვალა.

6 მოგებითა და 7 მარცხით ბასკონია 18-გუნდიან ევროლიგაში მე-9 ადგილზეა და მისი მიზანი საუკეთესო 8 გუნდში შესვლა და პლეი ოფში მოხვედრაა. შემდეგ საევროლიგო მატჩს ბასკონიელები 17 დეკემბერს, ესპანეთში, თუმცა მეტოქე გუნდის ქალაქ ვალენსიაში გამართავენ.

Gbf.ge