საკალათბურთო კლუბმა ტიტებმა თასის გათამაშება მოგებით დაიწყო

საქართველოს თასის მოქმედმა მფლობელმა საკალათბურთო კლუბმა „ტიტებმა“ წლევანდელი გათამაშებაც ომახიანად დაიწყო და 1/8 ფინალის ცეტრალურ დაპირისპირებაში ქუთაისი 78:55 დაამარცხა.

წელს საქართველოს თასი განსხვევებული ფორმატით ტარდება. კერძოდ, მერვედფინალსა და მეოთხედფინალში სერიები 2-მატჩიანია. 2 შეხვედრის ჯამში რომელი გუნდიც გაიმარჯვებს, მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლებასაც მოიპოვებს.

პირველი პერიოდი ტიტების მცირე უპირატესობით წარიმართა და 19:15 დარსულდა.

მეორე მეოთხედში ქუთაისმა თამაში გაათანაბრა და პირველი ტაიმი ფრედ 34:34 დასრულდა.

ლაშა გამყრელიძის გუნდამ სეზონის საუკეთესო მეორე ტაიმი აჩვენა. თავად განსაჯეთ ტიტებმა მესამე მეოთხედში მეტოქეს მხოლოდ 7 ქულა ჩააგდებინა, თავად კი 21 ქულა ჩააგდეს.

მეოთხე მეოთხედში “ტიტების” კალათბურთელები მაქსიმალურად ცდილობდნენ კომფორტული სხვაობით ქუთაისში გამგზავრებას, საბოლოოდ კი 23 ქულიანი ჰანდიკაპით ეწვევეიან ოლიმპიური ჩემპიონების ქალაქს.

ტიტების რიგებში 10 ქულიან ზღვარს 4 კალათბურთელი გადაცდა:

ყველაზე მეტი 23 ქულა ლუკ მეიერმა ჩააგდო, (4 მოხსნა,1 პასი), ლუკმა 5 დან სამი სამქულიანი გამოიყენა.

17 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა ტრისტინ ვალეიმ.

კორი სპენსი 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი.

ძალიან კარგი თამაში ჩაატარა ტიტების კაპიტანმა ბესიკ ლეჟავამ – 11 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი. ბესომ 3/3 სამქულიანი ჩააგდო.

ტრადიციულად ძალიან სასარგებლო გახლდათ რიჩარდ მათიაშვილი (8 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი)

ასევე გამოსაყოფია ზაურ ჯანელიძის თამაში, რომელმაც კიდევ ერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა.

სამწუხაროდ ტრავმის გამო ერთ-ერთმა ლიდერმა თეიმურაზ ბაბუნაშვილმა ვერ შეძლო თამაში.

ახალი ფორმატიდან გამომდინარე თითოეულ ბურთს ოქროს ფასი აქვს, ქუთაისში 22 და ნაკლები ქულით წაგების შემთხვევაშიც მეოთხედფინალში “ტიტები” გავა.

მომდევნო შეხვედრა ქუთაისში 28 დეკემბერს გაიმართება და18:30 სთ-ზე დაიწყება.

ტიტები 78:55 ქუთაისი