ქორქია-საკანდელიძის სახელობის მემორიალურ ტურნირს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს

22 დეკემბერს საკალათბურთო  “სუპერლიგის” პირველი წრე დასრულდა. თუმცა, გუნდები მეორე წრისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. ყოველწლიურად ფედერაციის ორგანიზებით ქორქია-საკანდელიძის სახელობის ამხანაგური ტურნირი იმართება. წელს აღნიშნულ ტურნირი 15 იანვარს დაიწყება და  თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. ფინალური შეხვედრა კი ქუთაისში გაიმართება.

წლევანდელ გათამაშებაში ” სუპერლიგის” 11 და “ა ლიგის 1  გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები “ა”, “ბ”,”გ” და “დ” ჯგუფებში გადანაწილდნენ.

“ა” ჯგუფში “თსუ”, “კაკტუსი”, “კავკასია”. “ბ” ჯგუფი “დინამო”, “რუსთავი” “მგზავრები”, “გ” ჯგუფი “ბათუმი” “ქუთაისი”, “ცხუმ-აფხაზეთი”. “დ” ჯგუფი “ოლიმპი”, “ვერა”, “ტიტები.

თამაშების განრიგი კი ასე გამოიყურება.

 

15 იანვარი

კაკტუსი – კავკასია 12:00

მგზავრები -რუსთავი 14:00

ქუთაისი – ცხუმ-აფხაზეთი 16:00

ტიტები – ვერა 18:00

 

16 იანვარი

თსუ – კაკტუსი 12:00

რუსთავი – დინამო 14:00

ბათუმი – ქუთაისი 16:00

ვერა – ოლიმპი 18:00

 

17 იანვარი

 

ცხუმ-აფხაზეთი – ბათუმი 12:00

დინამო – მგზავრები 14:00

ოლიმპი – ტიტები 16:00

კავკასია – თსუ 18:00