შენგელიამ 13 ქულა ჩააგდო, მისმა ბასკონიამ კი ბარსელონა დაამარცხა

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ევროლიგის მე-17 ტურში ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, 2 ქულით, 76:74 მოუგო. შენგელიამ პარკეტზე 31:09 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულას, 5 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. თორნიკემ 7-დან 5-ორქულიანი და 3-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო.

ბასკონიამ პირველი ტაიმი 15-ქულიანი უპირატესობით მოიგო, თუმცა ბარსელონამ მაინც ბოლომდე იბრძოლა. ვითას ყოფილმა კალათბურთელმა, პიერია ჰენრიმ კარგი შეხვედრა ჩაატარა. მან 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 20 ქულით ბასკონიას რიგებში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. პიერია ჰენრი მატჩის MVP გახდა.

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, ვიტორიელებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს. ბასკონია 7 მოგებით და 10 მარცხით მე-12 ადგილზეა. შენგელიას გუნდი მომდევნო ტურში ფენერბაჰჩეს უმასპინძლებს.

gbf.ge