შერმადინის ორმაგი დუბლით ტენერიფემ მოიგი და ესპანეთის თასზე გავიდა

ესპანეთის ჩემპიონატში მეათე მატჩი მოიგი გიორგი შერმადინის “ტენერიფემ”. კუნძულელებმა ნიკა ცქიტიშვილის ყოფილ კლუბ “ფუენლაბრადას” უმასპინძლეს და 74:63 დაამარცხეს.

“ძალიან მინდა ესპანეთის თასზე თამაში, რასთანაც ახლოს ვართ. საამისოდ საკმარისია “ფუენლაბრადა” დავამარცხოთ. თასის გათამაშება მალაგაში გაიმართება, სადაც ბევრი მეგობარი მყავს და სასიამოვნო იქნება, თუ მათთან შეხვედრის შესაძლებლობა, ხოლო “ტენერიფეს” – ესპანეთის თასისთვის ბრძოლის შანსი მიეცემა”, – გვითხრა გიორგი შერადინმა ინტერვიუში.

“ფუენლასთან” მანაც ძალიან მოინდომა, დანარჩენმა ტენერიფელებმაც და თასის საგზურიც გაინაღდეს. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასზე ის რვა გუნდი ითამაშებს, რომლებიც 18 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში საწყის 8 პოზიციას შეავსებს.

გიორგიმ ორმაგი დუბლი შეასრულა: 31 წუთში 14 ქულა და 11 მოხსნა ჩაიწერა, 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულა შეიძლება მწირ “მოსავლად” მოგვეჩვენოს, გიორგი ხომ 20 ქულამდე ხშირად ადის, თუმცა ვინც თამაშს თვალი მიადევნა, დაგვეთანხმება, რომ თუნდაც 14 ქულის მოგროვება ძალიან რთული იყო. საქმე ის არის, რომ “ფურნლაბრადას” მწვრთნელს პირდაპირი მითითება ჰქონდა -კალათბურთელებს რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, შერმადინი გაენეიტრალებინათ. ქართველი ცენტრი ფარქვეშ ბურთს რომ მიიღებდა, მასთან ერთბაშად სამი მადრიდელი მირბოდა. სამაგიეროდ, მისი პარტნიორები რჩებოდნენ თავისუფალ პოზიციებში და, ასე, გუნდური თამაშით გაიმარჯვა “ტენერიფემ”.

20 ქულა და 9 პასი ჰქონდა გამთამაშებელ მარსელინიო უერტასს, რომელიც ფარისკენ რომ დაიძვრებოდა, გიორგის გამოთავისუფლებას ელოდა, თუმცა ვინაიდან შერმადინს ერთზე მეტი მეურვე მეთვალყურეობდა, თავად სტყორცნიდა… და აგდებდა.

10 მოგებითა და 6 წაგებით “ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა.

gbf.ge