გოგა ბითაძემ 15 წუთში 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა
ინდიანა პეისერსის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ჩიკაგოსთან მოგებულ მატჩში 116:105 მოგებულ შეხვედრაში 15 წუთი ითამაშა. ამდენი გოგას 24 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. ბითაძეს მეტი გაქანება მისცა დომანტას საბონისის არყოფნამ, რომელიც ამ შეხვედრაში პარკეტზე არ გასულა.
ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მოგროვებულ 4 ქულას ბითაძემ 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. ბითაძე არ დაჯარიმებულა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. ინდიანელთაგან საუკეთესო იყო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე მაილს ტერნერი, რომელმაც 33 წუთში 27 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.
24 მოგებითა და 15 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მდევარ ორლანდოს მთელი 6 მოგებით უსწრებს. შემდეგი მატჩი ბითაძის გუნდს 14 იანვარს, შინ ფილადელფიასთან ელის.
gbf.ge