19-წლამდე გოგონათა საფეხბურთო ნაკრები აზერბაიჯანს ამხანაგურად გაეჯიბრება

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები გუნდი 22 იანვრიდან საწვრთნელ შეკრებას გაივლის თბილისში, სასტუმრო “ბომონ გარდენში “ და ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს აზერბაიჯანის ნაკრებ გუნდთან. თამაშები გაიმართება ვარკეთილის სტადიონზე 27 და 29 იანვარს. ორივე შეხვედრა14:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის 19 წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრებში გამოძახებულია ქსკ ,,ნიკე”-ს შვიდი ფეხბურთელი გოგონა: ანი აკობიძე, ლიზი მწყერაშვილი, ნათია დანელია მაიკო ბებია, ანასტასია ბოლქვაძე,მეგი ეჯიბია,ანა ჯოჯუა.