ბათუმის დინამომ ახალი სეზონისთვის მზადება თბილისში დაიწყო

ბათუმის “დინამომ” ახალი სეზონისთვის მზადება თბილისში დაიწყო. გია გეგუჩაძის ბიჭები 23 იანვრამდე საქართველოს დედაქალაში დარჩებიან  შემდეგ კი თურქეთში გაემგავრებიან და იქ გაივლიან შეკრებას.

შავი ზღვის პირელებმა 4 ამხანაგური შეხვედრა დაგეგმეს. 20 იანვარს ბათუმის “დინამო” გორის “დილას”, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ “დინამო” კი 3 ტესტ-მატჩს თურქეთში გამართავს. ბათუმელები 25 იანვარს კრაკოვის  ვისლას შეხვდებიან, 29-ში კი სერბული “რადნიჩკს”. მესამე სპარინგ პარტნიორის ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი.

ამ წუთისთვის გუნდში 3 ახალწვეულია. ესენი არიან: მათე ცინცაძე, ვაგნერ გონსალვეში და 17 წლის ბრაზილიელი, ჟულიო ვინისიუს დე ფონსეკა სოუზა.

 

ფოტო: FB/FCDinamoBatumi