ეროვნული ნაკრების კალათბურთელი სუპერლიგაში ითამაშებს
კალათბურთის ეროვნული ნაკრების მოთამაშე, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას რუსთავის “რუსთავში” გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ანდრონიკაშვილი ბერძნული იონიკოსის ღირსებას იცავდა. თუმცა, საბერძენეთში 18 წლის ქართველ კალათბურთელს სათამაშო დრო თითქმის არ ეძლეოდა.
რატიმ “რუსთავის” შემადგენლობაში თავისი პირველი შეხვედრა, ქორქია-საკალნდელიძის სახელობის მემორიალურ ტურნირზე, საკალათბურთო კლუბ “მგზავრების” წინააღმდეგ გამართა. ანდრონიკაშვილმა პარკეტზე 26 გაატარა, რა დროის განმავლობაშიც 9 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი და 8 ჩაჭრა მიითვალა.