ქობულეთის შუქურამ ახალწვეულები წარადგინა

გუშინ საღამოს სასტუმრო “ჯორჯია პალასში” ქობლეთის “შუქურას” ახალწვეულთა პრეზენტაცია გაიმართა.

გუნდის დირეტორმა ირაკლი ბერიძემ სხვა სიახლეებთან ერთად მოწვეულ სტუმრებს აცნობა, რომ 2020 წლის საფეხბურთო სეზონზე გუნდში ჩაირიცხა და გაძლიერებაში დაეხმარება ირაკლი კომახიძე ( გადმობარგდა თბილისის ლოკომოტივიდან ), საბა ჯინჭარაძე ( თბილისის ლოკომოტივი ), დავით ჯიქია ( თბილისის ლოკომოტივი ), დიმიტრი ტატნაშვილი ( ბოლნისის სიონი ), ანზორ სუხიაშვილი ( ბოლნისის სიონი ), გიორგი ჯანელიძე ( დინამო ბათუმი ), გურამ ადამაძე ( დინამო ბათუმი ), იმედა აშორდია ( ცხინვალის ცხინვალი ), გაბრიელ თებიძე ( ლანჩხუთის გურია ), ჯეფერსონ ჯერალდო დე ალმეიდა ( არტვილის მერანი ), ტაფარელი ( სან პაოლო ).

ლიგა 2-ის გათამაშება სტარტს 2 მარტს აიღებს.