თორნიკე შენგელიამ ბასკონიას მადრიდში რეალი დაამარცხებინა

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ მადრიდში რეალი 95:94 დაამარცხა, მატჩის გმირად კი ქართველი კალათბურთელი იქცა. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელშიც ფავორიტად მასპინძელი, სამეფო კლუბი ითვლებოდა.

შენგელიამ შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა, რაც თანამედროვე კალათბურთისთვის და განსაკუთრებით ესპანეთის უძლიერესი ლიგისთვის უშვიათესი ფაქტია.

მატჩის დასრულებამდე 25 წამით ადრე ტაბლოზე ფრე (91:91) იყო დაფიქსირებული, როდესაც შენგელიამ ფარქვეშ შეჭრა მოახერხა და ლამაზი სლემ-დანქი განახორციელა, საპასუხო შეტევაში ფაკუნდო კამპაცომ ვერ ივარგა, მადრიდელები თორნიკეზე დაჯარიმდენ და მან 2-ვე ტყორცნა გამოიყენა – 91:95.

საფინალო სირენამდე ხუთიოდ წამით ადრე, რეალის ვარსკვ,ავმა სერხიო ლულმა ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, რასაც შენგელიას წინააღმდეგ კიდევ 1 პერსონალური ფოლი მოჰყვა.

ამ შემთხვევაში, ქართველმა ლეგიონერმა ვერცერთი ჯარიმა ვერ გამოიყენა, თუმცა, იმავე ლულის მიერ თავისი ნახევრიდან ნასროლი ბურთი მიზანს მიღმა გაუშვა და ბასკონიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

gbf.ge