ქართველი 17-წლამდელები ისრაელს დაუზავდნენ
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე პირველი შეხვედრა გამართა. გიორგი ჩიტაურის გუნდი ისრაელის 17-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ფრედ – 1:1 დასრულდა.
ანგარიში მატჩის მე-9 წუთზე ისრაელმა გახსნა. შედეგიანი დარტყმით კაპლანი გამოირჩა. ჩვენმა გუნდმა წონასწორობის აღდგენა პირველ ტაიმშივე შეძლო. 35-ე წუთზე გატანილი გოლი გიზო მამაგეიშვილის ანგარიშზეა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ნახევარმცველმა დასწრებაზე ითამაშა კარგად და ერთი შეხებით ძლიერი დარტყმით გაიტანა.
ისრაელი 1:1 საქართველო
საქართველო: ხარატიშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, იობაშვილი (74′ უგრეხელიძე), აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი (57′ ზოსიაშვილი), უბილავა
სათადარიგო შემადგენლობა: ასათიანი, აბჟანდაძე, სალუქვაძე, დუნდუა, ტატიშვილი, თუთაშვილი, ონიანი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური
გოლები: 1:0 კაპლანი (9), 1:1 მამაგეიშვილი (35)
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ‘ბ’ ჯგუფში ტაჯიკეთის, ისრაელისა და ისლანდიის 17-წლამდე ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. გიორგი ჩიტაურის გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
gff.ge