ზუგდიდი ახალი სეზონისთვის თბილისში ემზადება
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ სaფეხბურთო კლუბმა ზუგდიდმა შეკრება 15 იანვრიდან დაიწყო. ვიდრე საწვრთნელ პროცესს შევეხებოდეთ, აღვნიშნავთ, რომ ახალი სეზონიდან, ზუგდიდური გუნდი, „დინამო“ ზუგდიდის სახელით იასპარეზებს, რასაც მცირედი ცვლილები მოჰყვა -(გუნდის ფერი უცვლელია, ხოლო ლოგო კორექტირებული მრგვალი ფორმის იქნება).
პირველ ეტაპზე ზუგდიდელები თბილისში, თენგიზ სულაქველიძის სპორტულ აკადემიაში შეიკრიბებიან და ვარჯიშები ძირითადად ფიზიკურ დატვირთვებს დაეთმობა. საწვრთნელი პროცესის პირველი ეტაპი ორკვირიანი იქნება, რის შემდეგაც თებერვლის დასაწყისში, შეკრება თურქეთის ქალაქ ანთალიაში იგეგმება.
სამწვრთნელო შტაბში ცვლილება არ განხორციელებულა და გუნდს, მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი უხელმძღვანელებს. ფეხბურთელთა ძირითადი კონტიგენტი შენარჩუნებულია, თუმცა უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შემადგენლობის გაძლიერება გამოცდილი ფეხბურთელებით.
ზუგდიდელები თბილისში, ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ – 26 იანვარს, ისინი უმაღლეს ლიგაში აღზევებულ თბილისის „მერანს“ გაეჯიბრებიან, მატჩი 13:00 საათზე დაიწყება, ხოლო 28 იანვარს მესამე ლიგაში გადასულ თბილისის „სპაერს“ შეხვდებიან მატჩი 14:00 საათზე დაიწყება. კახა გოგიჩაიშვილის განკარგულებაში კიდევ არაიან ახალი სახეები, რომლებსაც გუნდის მთავარი მწვრთნელი საკოტროლო მატჩებში გამოცდის. გარდა ამისა, დაგეგმილია რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატება.