რუსთავი ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა
საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” დღეს შეიკრიბა. გუნდმა პირველი ვარჯიში რუსთავში გამართა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სინჯები და მიმდინარე დღეებში გახდება ცნობილი, ვინ შემოუერთდება გუნდს მზადების პროცესში.
ოფიციალურად გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდათ და სხვა გუნდში გააგრძელებენ კარიერას: ბექა ქავთარაძე, ლუკა სილაგაძე, ზაზა ციცქიშვილი, თემურ ჩოგაძე, დათა სიჭინავა, გოგი კულუა და გიორგი ვასაძე. ასევე, “რუსთავთან” იჯარის ვადა დაუსრულდათ გიორგი მამარდაშვილსა და პაატა კიტეიშვილს.
ახალი სეზონის მზადების პროცესში რუსთაველები პირველ ამხანაგურ შეხვედრას დუშეთის “არაგვის” წინააღმდეგ 28 იანვარს გამართავენ. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.