გიორგი შერმადინმა მორიგი MVP-ის ტიტული მოიპოვა

ესპანეთის პირველობაზე მე-13 მატჩი მოიგო გიორგი შერმადინის “ტენერიფემ”. ამჯერად კუნძულელებმა სტუმრად “ბურგოსი” დაამარცხეს – 70:54.

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში კი დაიწყო, მაგრამ მეორე მეოთხედში შერმადინისა და მარსელიონიო უერტასის ეფექტური თამაშის წყალობით სტუმრებმა 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. “ტენერიფეს” დარ გამოცდილ გუნდს კი ასეთი ფორის განიავება არ სჩვევია.

უერტასმა საბოლოოდ 4 ქულა ჩააგდო, თუმცა მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ – სწორედ მისი პასები იყო მნიშვნელოვანი მეორე პერიოდის გაქცევისას. მან საბოლოოდ 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა

გიორგი შერმადინი კი მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. აი, მისი სტატისტიკა: 23 წუთი, 17 ქულა (9/8 ორქულიანი, 3/1 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 დაფარება, 24 მქკ.

“ბურგოსში” ითამაშა საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა თად მაკფადენმა, რომელმაც 1 სამქულიანი, 5 საჯარიმო ჩააგდო და 8 ქულას მოუყარა თავი.

gbf.ge