თელავი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი თებერვლის ბოლოს განახლდება. გუნდები ახალი სეზონისთბის აქტიურად ემზადებიან. მათ შორისაა თელავიც.

ოფიციალური მატჩების დაწყებამდე კახელებმა უკვე გამართეს ერთი ამხანაგურში შეხვედრა. თელავი “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. მატჩი საგურამოში გაიმართა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.

გარდა ამ შეხვედრისა “თელავი” კიდე ერთ ამხანაგურ შეხვედრას, თბილისის “მერანის” წიმააღმდეგ გამართავს. 6 თებერვალს კი თელავი სამტრედიას დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

“თელავისა” და “თბილისის” მერანს შორის გასამართი შეხვედრის დღე და სტადიონი შეიცვალა და ამჯერად 2 თებერვალს, მუხიანის სარაგბო სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

ამ ამხანაგური თამაშის შემდეგ რევაზ გოცირიძის შეგირდები მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში გააგრძელებენ. დაგეგმილია 4-5 ამხანაგური შეხვედრის გამართვაც.

თელავმა უკვე განახორციელა 2 ხმაურიანი ტრანსფერი. კახელების კარს, ახალგაზრდა მეკარე, ოთო გოშაზე დაიცავს. ასევე თელავში ითამაშებს გასული წლის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გურამ სამუშიაც.