19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2020-ისთვის მზადების პროცესში აზერბაიჯანის 19-წლამდე ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა, რომელიც ვარკეთილის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე ანასტასია ბოლქვაძემ გაიტანა.

​საქართველო 1:0 აზერბაიჯანი

​თბილისი, ვარკეთილის ტექნიკურ ცენტრი

საქართველო: გაბელაია, რაუხი, ჯოჯუა (66′ გურიელიძე), ქადაგიშვილი (49′ გოცირიძე), კახნიაშვილი, წულაია (66′ აკობიძე), დანელია, ბებია, ბოლქვაძე, მწყერაშვილი (29′ მინაძე), ეჯიბია

​სათადარიგო შემადგენლობა: მარკოიძე, ძაძუა, მოზაიძე

​მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

​მსაჯები: ბორის გლუშჩუკი, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, სოფიკო რიჟამაძე

გოლი: 1:0 ბოლქვაძე (11)

​საქართველოს და აზერბაიჯანის 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების მეორე ამხანაგური დაპირისპირება 29 იანვარს 14:00 საათზე კვლავ ვარკეთილის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გაიმართება.

​შეგახსენებთ, 2020 წელს 19-წლამდე გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. შესაბამისად ჩვენი ქვეყნის გოგონათა ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ევრო 2020 საქართველოში 21 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საუკეთესოს ტიტულისთვის ევროპის რვა ნაკრები იბრძოლებს.

Gff.ge