საკალათბურთო კლუბმა ტიტებმა სუპერლიგის გამორჩეული მოთამაშე დაიმატა
ტიტები უკანახაზელით გაძლიერდა. სუპერლიგაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამოდენიმე დღით ადრე ტიტებმა სეზონის უკანასკნელი ტრანსფერი განახორციელა. ჩვენი გუნდი თსუ-ს უკანახაზელით კრისტოფერ ანდერსონით გაძლიერდა.
ანდერსონი ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად არის ცნობილი, იგი თსუ-ს რიგებში სამი წელი თამაშობდა.
კრისი 2017-2019 წლებიში ჯერ ა-ლიგაში შემდეგ კი სუპერლიგაში ეხმარებოდა სტუდენტებს.
ანდერსონი თსუ-სთან ერთად 2018 წელს ა-ლიგის მხოლო 2019 წელს ქორქია-საკანდელიძის და დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული გახდა.
გასულ სეზონში სუპერლიგაში მისი საშუალო მონაგარი 4 ქულას 4 მოხსნა და 8 პასს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამოს სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა.
წლეულს კი 5 ქულას, 4 მოხსნას და ამდენივე შედეგიან გადაცემას აგროვებს.
ანდერსონმა კარიერას სან დიეგოს კოლეჯში დაიწყო, ერთი წელი გერმანიაში თამაშობდა საიდანაც საქართველოში ჩამოვიდა.
კრისტოფერ ანდერსონი:
მოხარული ვარ რომ ტიტებს შევუერთდი. ჩემი პირველი გუნდია საქართველოში თსუ-ს შემდეგ.
ტიტები ჯერ კიდევ ა-ლიგიდან მახსოვს, ჩვენ ძალიან რთული დაპირისპირებები გვქონდა.
ტიტებში ბოლომდე დავიხარჯები, ვეცდები წამატებას ერთად მივაღწიოთ. მინდა ყველა სხვა გუნდს ვანახო, რომ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში.
კრისტოფერ ანდერსონი
დაიბადა: 13.12.1992
სიმაღლე: 175 სმ
ამლუა: გამთამაშებელი
კარიერა
2011-2015 San Diego
2015-2016 Orange Academy Ratiopharm
2016-2019 თსუ
2020 ტიტები
ტიტულები:
ა-ლიგა 2018
ქორქია – საკანდელიძის მემორიალი 2019
დუდუ დადიანის მემორიალი 2019
FB/BCTitebi