ცხინვალი ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, მესამე ლიგაში აღარ იასპარეზებს
სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“ ლიცენზია ჩამოერთვა და შედეგად ვერ შეძლებს მესამე ლიგაში ასპარეზობის გაგრძელებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ლიცენზირების კომიტეტმა სფფ-ის აღმასკომის ცნობის საფუძველზე მიიღო.
24 იანვარს გამართულ აღმასკომის სხდომაზე, რომელსაც ს.კ. „ცხინვალის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კლუბმა ვერ შეძლო იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც მას აღმასკომის მიერ ჰქონდა დაკისრებული.
Gff.ge