ზუგდიდი რუსთავს დაუზავდა და შევარდენთან ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა
თბილისური შეკრების დასკვნით ეტაპზე ზუგდიდელებმა კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა გამართეს და ამჯერად, რუსთავში “რუსთავს” დაუპირისპირდნენ.
ტესტ-მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ისინი მალევე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. ანგარიში ამირან აბუსელიძემ გახსნა, რის შემდეგაც დათა სიჭინავამ სტანდარტულიდან ანგარიში გააორმაგა. ამის შემდეგ უკვე ქვემოქართლელებმაც აქტიურეს და მათ, თერთმეტრიანის ნიშნულიდან სხვაობა შეამცირეს, ხოლო შემდეგ კი სტანდარტულიდან თანაფარდობა აღადგინეს.
მეორე ნახევარში კვლავ ზუგდიდელებმა იყოჩაღეს და დაწინაურება ისევ მოახერხეს – ამჯერად კი გატანილი გოლით, პაპუნა მოსემღვდლიშვილი გამოირჩა. შეხვედრის დასრულებამდე რუსთაველებმა კვლავ აღადგინეს წონასწორობა და თამაშიც ამ ანგარიშით – 3:3 დასრულდა.
“ზუგდიდის “დინამო” ორი კვირაა თბილისში, თ.სულაქველიძის სახელობის აკადემიაში ემზადება და საწვრთნელი პროცესის პირველი ეტაპი 4 თებერვალს “შევარდენი 1906“-თან ამხანაგური შეხვედრით დასრულდება. მატჩი 14:00 საათზე დაწიყება და მუხიანის სპორტულ კომპლექსში გაიმართება.