ტიტებმა პრინციპული მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა
სუპერლიგის მეორე წრე საკალათბურთო კლუბმა “ტიტებმა” კარგად დაიწყო. ლაშა გამყრელიძის გუნდმა, პრინციპული მეტოქე, “ცხუმ-აფხაზეთი” 16 ქულით, 78:62 დაამარცხა და მეტოქეს პრაქტიკულად სამი მოგებით გაასწრო.
ლაშა გამყრელიძის შეგირდებმა ძალიან ცუდი პირველი სამი პერიოდის შემდეგ, თამაში რადიკალურად გამოასწორეს და მეტოქეს ბრწყინვალე დაცვისა და თავდასხმის ხარჯზე მეფოქეს 29:9 აჯობეს.
სამწვრთნელო შტაბმა თამაშის მსვლელობისას სწრაფი რეაგირება და სწორი ტაქტიკა შემოგვთავაზეს, რამაც საბოლოოდ გამარჯვება მოუტანა გუნდს.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას პირველი ტაიმი, როგორც მოგახსენეთ ცხუმის ლიდერობით მიმდინარეობდ. ზვიად ანთაძის გუნდმა პირველი პერიოდი 19:11 მოიგო. დიდ შესვენებაზე კი 5 ქულიანი ჰანდიკაპით (34:29) გავიდნენ.
მესამე პერიოდის მიმდინარეობისას ტიტები ჯერ მეიერმა შემდეგ კი სპენსმა გაიყვანა წინ. რასაც მეტოქის სწრაფი პასუხი მოყვა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ ტაბლოზე 53:49 ფიქსირდებოდა.
სწორედ უკანასკნელი ათწუთეული ჩაატარა ტიტება უმაღლეს დონეზე.
გამოსაყოფია ნიკა მეტრეველის თამაში, რომელსაც მანამდე 0 ქულა ჰქონდა. ნიკამ თავისი კლასი და ძალა სწორედ უკანასკნელ წუთებზე დაგვანახა. მას მხარი კარგად აუბა ლუკ მეიერმა, რომელმაც ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო.
მეოთხე პერიოდი ბაბუნაშვილის და მეტრეველის ჯამში აღებული 9 ქულით გაიხსნა და ტიტები 1 ქულით 59:58 დაწინაურდა.
აღნიშული მონაკვეთიდან მეტოქეს 10:0 გაქცევა მოუწყვეთ და 69:58 დავწინაურდით.
თამაშის ბედიც აქ გადაწყდა, შეხვედრაში საბოლოო ანგარიში კი ახალგაზრდა ლუკა მაჭავარიანმა დააფიქსირა, რომელმაც პერიმეტრიდან ზუსტად „გაისროლა“ 78:62.
ტიტების რიგებში კრის ანდერსონსი დებიუტი შედგა, რომელმაც 5 შედეგიანი გადაცემა და 3 მოხსნა მიითვალა.
ლუკ მეიერი 24 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი.
კორი სპენსი 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი.
ნიკა მეტრეველი 8 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი.
ტრისტინ ვალეი 9 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი.
თეიმურაზ ბაბუნაშვილი 9 ქულა 3 მოხსნა.
(19:11; 15:18; 19:20; 9:29)