სამტრედიამ რუსთავი დაამარაცხა და ამხანაგურ შეხვედრაში თელავს შეხვდება

“სამტრედიამ” მორიგი ამხანაგური მატჩი მუხიანის სარაგბო კომპლექსის სტადიონზე გამართა და “რუსთავს” დაუპირისპირდა.

წინა ამხანაგური შეხვედრების მსგავსად, “სამტრედიამ” პირველ და მეორე ტაიმებში განსხვავებული შემადგენლობით ითამაშა.

პირველ ნახევარში კახა კაჭარავას გუნდმა ერთბურთიანი სხვაობით მოიგო. ერთადერთი გოლი მათე კვირკვიამ გაიტანა. საგოლე გადაცემა ლუკა იმნაძემ გააკეთა.

მეორე ნახევარში “სამტრედია” უპირატესობას ფლობდა, კარგ კომბინაციას დიეგო დიზის გადაცემა და ზურაბ ღირდალაძის გოლი მოჰყვა . დარჩენილ წუთებში სახიფათო მომენტები აღარ ყოფილა და “სამტრედიამ” 2:0 მოიგო.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 6 თებერვალს, “თელავთან” გამართავს, შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ამის  შემდეგ კი სამტრედია მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში გაივლის.

 

სამტრედია – რუსთავი 2:0

გოლები: მათე კვირკვია, ზურაბ ღირდალაძე

სამტრედიას შემადგენლობა პირველ ტაიმში: სეფიაშვილი, ახალაძე, ჩაკვეტაძე, კილასონია, რუხაია, მესიაჩენკო, ქოჩლაძე, დიზი, ილურიძე, კვირკვია, იმნაძე.

სამტრედიას შემადგენლობა მეორე ტაიმში: კულუა, ჯგერენაია, კერძევაძე, ნადირაძე, ჩაკვეტაძე, ჭეიშვილი, რობაქიძე, ყურბანოვი, ლუკავადიზიღირდალაძე