მერანმა ამხანაგურ შეხვედრაში შუქურა დაამარცხა და რუსთავს გაეჯიბრება

ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში, ცოტნე ჩიქოვანის ჰეთრიკით, დავით ბოლქვაძის და ვანო შენგელიძის გოლებით, თბილისის “მერანმა” ქობულეთს “შუქურა”, ანგარიშით – 5-1 დაამარცხა.

“სპაერის” სტადიონზე გამართულ საკონტროლო მატჩში, თბილისელთაგან საუკეთესო იყო, ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი – ცოტნე ჩიქოვანი. მან გატანილ სამ გოლთან ერთად, საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ჩვენი გუნდი, მორიგ ტესტ-მატჩს, 8 თებერვალს, ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ, “რუსთავთან” გამართავს. შეხვედრა 14:00 საათზე  დაიწყება და ფოლადის სტადიონზე

გაიმართება.