ქართველი 17-წლამდელები პოლონეთთან დამარცხდნენ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ესპანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე პირველი შეხვდრა გამართა. გიორგი ჩიტაურის გუნდი პოლონეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით – 0:2 დამარცხდა.

საქართველო 0:2 პოლონეთი

შემადგენლობა: ხარატიშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, სიჭინავა (გაგნიძე), აბუაშვილი, უბილავა (გ. მამაგეიშვილი), ზოსიაშვილი, უგრეხელიძე (იობაშვილი)

 შემადგენლობა: შურღაია, აბჟანდაძე, სალუქვაძე, დუნდუა, უბილავა

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ესპანეთის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე 18 ფეხბურთელით იმყოფება. ჩვენი გუნდი ტურნირის ფარგლებში კიდევ ორ შეხვედრას გამართავს. 8 იანვარს გიორგი ჩიტაურის გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდება, 10 იანვარს კი, ნორვეგიას. ორივე მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბთ), ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ);

მცველები: ზურა ზოსიაშვილი (ლოკომოტივი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბ), თორნიკე დუნდუა (დინამო თბ), გიორგი ჩხეტიანი (დინამო თბ), გიორგი უბილავა (დინამო თბ), მიხეილ ავალიანი (დინამო თბ), ბაქარ აბჟანდაძე (ლოკომოტივი);

ნახევარმცველები: გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), ზაურ სიჭინავა (დინამო თბ), გიორგი გვიშიანი (საბურთალო);

თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი (დინამო თბ).