საბურთალოსა და ცსკა-ს შორის შეხვედრა აღარ ჩატარდება

“ცსკა“-სთან სპარინგ-მატჩი, რომელიც დღეს, 9 თებერვალს უნდა გამართულიყო, მეტოქე გუნდის თხოვნით აღარ ჩატარდება. წერილში, რომელიც “საბურთალომ” „ცსკა“-სგან მიიღო, ნათქვამია, რომ რუსულ კლუბს 9 თებერვალს „ზენიტთან“ უწევს ამხანაგური შეხვედრა, ასევე გუნდს შეეცვალა გეგმები, რის გამოც ამხანაგური მატჩის გაუქმება უწევს.  „არმიელები“  ბოდიშს იხდიან აღნიშნული ფაქტის გამო და იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალში გამართავენ თბილისურ კლუბთან სპარინგ-მატჩს.

რაც შეეხება „საბურთალოს“  მომდევნო სპარინგ-მეტოქეს, იგი მოგვიანებით გაირკვევა. დასკვნით ამხანაგურ მატჩს კი გია ცეცაძის შეგირდები, გეგმის მიხედვით, 13 თებერვალს, ესპანურ „ალკოიანოსთან“  გამართავს.

FCSaburtalo.ge