საბურთალო მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძის გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც “საბურთალოს” ესპანურ “ალკოიანოსთან” ელის, ამხანაგურ მატჩზე გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს.
თუ ვინ იქნება მომავალში “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანურ შეკრებიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდება.
FCSaburtalo.ge