19-წლამდე საფეხბურთო ნაკრები ტაჯიკეთს დაუზავდა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში, თურქეთის ქალაქ სიდეში ტაჯიკეთის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა. შეხვედრა ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. მეტოქის კართან შექმნილი რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის მიუხედავად, მატჩი გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა.

ტაჯიკეთი 0:0 საქართველო

​საქართველო: კუტალაძე (46′ ლომიძე), კაპანაძე (58′ აწყურელი), გელაშვილი, ჯანგიძე (83′ სამსონია), ხარაიშვილი (72′ ჭავჭანიძე), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (58′ ფარულავა), გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი (15′ ნონიკაშვილი), იაკობიძე, კალანდაძე (83′ მამულაშვილი)

სათადარიგო შემადგენლობა: გაგნიძე

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

გაფრთხილება: 20′ კალანდაძე, 28′ კაპანაძე, 33′ გულიაშვილი, 37′ იაკობიძე

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის მესამე ჯგუფში შოტლანდიის, საფრანგეთისა და რუსეთის 19-წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით საფრანგეთი უმასპინძლებს.

Gff.ge