ტორპედომ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
ქუთაისის “ტორპედოში” რიგი ცვილელებები განხორციელდა. გუნდიდან ვაჟა ტაბატაძის, ზაზა ციცქიშვილისა და ცოტნე ნადარაიას გარდა ყველა ფეხბურთელი წავიდა. სეზონის დაწყების წინ კი იყო საშიშროება, რომ იმერული კლუბი ეროვნილ ლიგაში ასპარეზობას ვერ მოახერხებდა და მეხუთე ლიგაში დაქვეითდებოდა. თუმცა, სიტუაცია შეიცვალა და ქუთაისის “ტორპედო” იტალიელმა ბიზნესმენმა იყიდა.
ახალი სეზონისთვის მზადებას ქუთაისური კლუბი უკვე შეუდგა და ორი ამხანაგური შეხვედრაც გამართა. მიხეილ აშვეთიას შეგირდები მარტვილის “მერანთან” 2-1 დამარცხდნენ, ხოლო ფოთის “კოლხეთთან” შეხვედრა კი, ფრედ, 2-2 დასრულდა.
მორიგ ამხანაგურ მატჩს ქუთაისის “ტორპედო” თბილისის “მერანის წინააღმდეგ 24 თებერვალს გამართავს. შეხვედრა საღორიის ბაზაზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.
იმერლები დროის სიმჭიდროვის გამო საზღვარგარეთ შეკრების გავლას ვეღარ ასწრებენ და სამშობლოშივე გამართავენ ამხანაგურ შეხვედრებს.