შუქურამ ლოკბატანი დაამარცხა და გურიას შეხვდება
ბაქოში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა ქობულეთის “შუქურამ” 19 თებერვალს მეოთხე, ამხანაგური შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პირველი ლიგის გუნდ ქარადაღის “ლოკბათან” – თან, შეხვედრა ქობულეთელთა გამარჯვებით ანგარიშით 1-3დასრულდა.
შემადგენლობა
ძირითადი: თებიძე, ფარტენაძე, კალანდია, გოგიტიძე, სუხიაშვილი, გურეშიძე, ჯეფერსონი, ჯიქია, კომახიძე, ხმალაძე, ტატანაშვილი.
ცვლილება: ჯინჭარაძე, კურმაშვილი, აშორტია, ჩაჩუა, გადრანი, ნემსაძე, ვერულიძე, ფოთელიძე, ტაფარელი, მესხიძე.
გოლები: ტატანაშვილი, ტაფარელი, აშორტია.
საწვრთნელ შეკრებაზე “შუქურამ” ოთხი ამხანაგური შეხვედრა ორი მოგებითა და ორი ფრით დაასრულა.
შემდეგ შეხვედრას ქობულეთის “შუქურა” 24 თებერვალს ლანჩხუთის “გურიას” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.