ფოთის კოლხეთი ახალი სეზონისთვის ემზადება
ფოთის “კოლხეთი 1913” აგრძელებს მზადებას ახალი სეზონისათვის და 12 დღიანი შეკრების ფარგლებში ამხანაგურ მატჩებსაც მართავს.
19 თებერვალს ფოთელები სტუმრად ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდნენ და მიუხედავად იმისა რომ მატჩის მსვლელობისას 0-2 აგებდნენ, გუნდმა მოახერხა თამაშში გარდატეხის შეტანა და კაშიასა და გვალიას გოლებით წონასწორობა აღადგინა, საბოლოოდ ფრე 2:2.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ფოთის “კოლხეთი” 21 თებერვალს ბათუმში გამართავს სადაც მისი მეტოქე თბილისის მერანი იქნება. თამაში ანგისას სტადიონზე 13 საათზე დაიწყება.
ხოლო “კოლხეთი 1913” 24 თებერვალს ასევე ბათუმში, ბათუმის “დინამოს” შეხვდება და მატჩი 12 საათზე დაიწყება.