სამტრედია ორდაბასთან დამარცხდა
დღეს, “სამტრედიამ” თურქეთის ქალაქ ანტალიაში ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა და ყაზახურ “ორდაბასს” დაუპირისპირდა.
მოგეხსენებათ, წინა 3 ამხანაგურ მატჩში იმერლები დაუმარცხებელი იყო, “ალაშკერტს” მოვუგეთ, “ნავბაჰორთან” და “კოპერთან” კი ფრე ვითამაშეთ.
ბოლო სპარინგ შეხვედრაში “სამტრედია” 2:1 დამარცხდა. ყაზახებმა პირველივე ტაიმში ორი გოლი გაგვიტანეს.
მეორე ნახევარში კახა კაჭარავამ ბევრი ცვლილება განახორციელა. ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ზურაბ ღირდალაძემ შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა.
“სამტრედიამ” თურქული შეკრება 2 ფრით, ერთი მოგებითა და ერთი წაგებით დაასრულა და ხვალ სამშობლოში დაბრუნდება. 1 მარტს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში ჩვენი გუნდი “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება.
სამტრედიას სასტარტო შემადგენლობა: სეფიაშვილი, ინკუმი, საჯაია, კერძევაძე, კამბა, ჯგერენაია, ქოჩლაძე, პავიშიჩი, კვირკვია, ილურიძე, იმნაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: სიკაჩი, ახალაძე, რუხაია, ყურბანოვი, თოთაძე, დიზი, ჩაკვეტაძე, ლუკავა, ღირდალაძე, ნადირაძე, რობაქიძე
FCSamtredia.ge