შერმადინის 25 ქულა 24 წუთში და გამარჯვება ოსტენდესთან
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში (1/8 ფინალი) გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ბელგიის “ოოსტენდეს” უმასპინძლა. დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვეს ტენერიფელებმა – 85:75.
ეს წარმატება უმთავრესად ორი კალათბურთელის დამსახურებაა – გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი და გიორგი შერმადინი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ და შედეგიც სახეზეა: მარსელინიომ 19 ქულა და 10 პასი მოაგროვა; გიომ – 24 წუთში 25 ქულა (13/9 ორქულიანი, 8/7 საჯარიმო), 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტი ბრაზილიელს 29 ჰქონდა, ქართველს – 28.
მერვედფინალი ორ მოგებამდეა. მომდევნო შეხვედრა 10 მარტს ბელგიაშია, თუ საჭირო გახდა, მესამე მატჩი ტენერიფეზე გაიმართება.
gbf.ge