შევარდენი ამხანაგურ შეხვედრას არაგვის წინააღმდეგ გამართავს

ეროვნული ლიგის გუნდები სანაკრებო პაუზას ნაყოფიერად იყენებენ. მათ შორისაა თბილისის შევარდენიც. იუნკერებმა ამხანაგური შეხვედრაც დაგეგმეს.

შევარდენი 2 სექტემბერს დუშეთის არაგვს დაუპირისპირდება და 17:00 საათზე დაწიყება. მატჩი დიდი-დიღმის სპორტულ კომპლექსში გაიმართება.

იუნკერებს ამ დროისთვის 9 ქულა აქვთ მოგროვებული და ეროვნული ლიგა 2-ში მე-8 ადგილზე იმყოფებიან. დუშეთის არაგვი კი მე-10 ადგილზეა.